ინტერნეტში რამდენჯერმე შემხვდა სურათი, რომელზეც ადამიანს, რომელიც ჰგავს პოლ ტომას ანდერსონს და შეიძლება არის კიდეც ის, უჭირავს ფურცელი, რომელზეც წერია: People who show you new films are important. იმის უტყუარ დასტურს, რომ ადამიანი სურათზე მართლაც პოლ ტომას ანდერსონია და რომ მართლა ეს სიტყვები ეწერა ფურცელზე, ვერსად მივაგენი, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. წინადადებამ, რომელიც ფურცელზე წერია მიკარნახა ხერხი, რომლის მიხედვითაც შევძლებდი 5 ფილმის რაიმე პრინციპით გაერთიანებას და სხვა ფილმებისგან გამოყოფას „ეს არის კინოს“ პლატფორმისთვის, რომელსაც განსაკუთრებით ვგულშემატკივრობ. თითქმის მთელი თვე ვფიქრობდი და ვერ ვაგნებდი ამ ხერხს, სანამ PTA- ს თუ მისი ორეულის meme-სავით სურათი არ შემხვდა და გავიხსენე ის შემთხვევები, როდესაც ადამიანებმა, გადაწყვიტეს რომ ჩემთვის ფილმი ეჩვენებინათ. ეს მეგობრობის მშვენიერი ნიშანი ან მეგობრობის დასაწყისიც შეიძლება იყოს. გადავწყვიტე ბოლო ხუთი ასეთი შემთხვევა გავიხსენო, უფრო სწორად გაგიზიაროთ ის ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბოლო 5 ფილმი, რომელიც სხვა ადამიანებმა მაჩვენეს, რისთვისაც მათი უსაზღვროდ მადლობელი ვარ.
ფილმებზე წერა ჩემს საქმედ ჯერჯერობით არ მიმაჩნია, ამიტომ მიჭირს დავალების ის ნაწილი შევასრულო, რომელიც ფილმების ჩამოთვლასთან ერთად, ყოველ მათგანზე მცირე კომენტარის გაკეთებას გულისხმობს. ხუთივე ფილმი არაჩვეულებრივია, რიდლი სკოტის პირველი ფილმით დაწყებული, რომლის ნახვის შემდეგ იმაზე გეფიქრება თუ როგორ აღმოჩნდა ავტორი The Duellists-ის მწვერვალიდან, Gladiator-ის უფსკრულში და ბარბრა სტრეიზანდის ლამაზ სათაურიანი, მესამე და სამწუხაროდ უკანასკნელი ფილმით დამთავრებული.
The Duellists - Ridley Scott, 1977.
Irma la Douce – Billy Wilder, 1963.
Kiss Me, Stupid – Billy Wilder, 1964.
Druk - Thomas Vinterberg, 2020.
The Mirror Has Two Faces - Barbra Streisand, 1996
Kommentare