გასული წელი მსოფლიო და ქართული კინოსთვის ნამდვილად გამორჩეული იყო. Ძალიან საინტერესო იყო როგოც მეინსტრიმული, ასევე საავტორო ფილმები. 2023 წელი ვნებათაღელვით აღსავსე აღმოჩნდა ქართული კინოსთვის, და წლის მეორე ნაწილმა 450-ზე მეტი კინემატოგრაფისტის პროტესტისა და ბოიკოტის ფონზე ჩაიარა. Სწორედ იმიტომ, რომ მსოფლიოსა თუ საქართველოში მართლა ძალიან კარგი ფილმები გამოვიდა, მხოლოდ 10-ის შერჩევა გაგვიჭირდა, თუმცა საბოლოოდ შევძელით და გთავაზობთ ეს არის კინოს სრული, ორკაციანი შემადგენლობისა და ძვირფასი მეგობრის - ლევან ცხოვრებაძის შერჩეულ, 2023 წელს გამოსულ 10 საუკეთესო ფილმს.
სამსარა - ლოის პატინო
საავტორო კინოს ამომავალი ვარსკვლავის, გალისიელი რეჟისორის, ლოის პატინოს “სამსარას” პრემიერა ბერლინალეს encounters-ის პროგრამაში შედგა და მაშინვე მიიპყრო კინოკრიტიკოსთა და სინეფილთა ყურადღება. “სამსარას” პირველი ნაწილი ლაოსში თამაშდება, სადაც ბუდისტი ბერები სულებს ეხმარებიან ერთი სხეულიდან მეორეში გადასვლაში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ხანში შესული ქალბატონს, ხოლო მეორე ნაწილში თავს აღმოაჩენთ ზანზიბარის სანაპიროზე, სადაც რეინკარნაციის ბოლო ეტაპი შედგა.
ამ სურათში, გალისიელი ავტორი ბუდისტურ მოგზაურობაში ეპატიჟება მაყურებელს, შეყავს ჭვრეტის სიღრმეებში და კინომაყურებლობის იმდენად ოსტატურ და სრულიად ინოვაციურ გამოცდილებას ქმნის რომ მაყურებელიც ამ ბუდისტური მოგზაურობის ნაწილი ხდება.
პ.ს. “სამსარა” აუცილებლად კინოეკრანებზე სანახავი და მისი სახლის პირობებში ‘მოხმარება’ მართლაც მოხმარებაა.
თაღლითები - როდრიგო მორენო
არგენტინელი რეჟისორის, როდრიგო მორენოს “თაღლითები” 2023 წლის ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია, სადაც ბანკის რიგითი თანამშრომელი თავისი სამსახურიდან იმდენ ფულს იპარავს რომ ცხოვრების ბოლომდე უდარდელად იცხოვროს და აღარ იმუშაოს. იგი მზადაა სამწელიწადნახევარი ციხეში გაატაროს დანაშაულისთვის. მას თანამზრახველი სჭირდება, ვინც მოპარულ ფულს “მიხედავს” და თანამშრომელს ითრევს დანაშაულში, თუმცა თანამზრახველი ახალ სასიყვარულო ურთიერთობაში აღმოაჩენს თავს და ყველაფერი თავდაყირა დგება. “თაღლითების” ესთეტიკა კრიმინალური და რომანტიული კინოს პარადიგმებით ხასიათდება. ამ სურათში, რობერ ბრესონის ესთეტიკა ხვდება ერიკ რომერის სტილს და მორენო “სუფთა” და გამორჩეული კინოს ქმნის.
საცოდავი არსებები - იორგოს ლანთიმოსი
ბერძნული უცნაური ტალღის (Greek Weird Wave) ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი, იორგოს ლანთიმოსი უცნაურობის პარადიგმებსაც კი სცილდება და სრულიად უჩვეულო, აბსურდულ ეკრანულ გამოცდილებას აწარმოებს თავის უკანასკნელ ნამუშევარში. “საცოდავ არსებებში” ექსცენტრიული ქირურგი (ვილემ დეფო) მდინარეში პოულობს მომაკვდავ ორსულ ვერა ბაქსტერს (ემა სტოუნი), რომელსაც თავისივე ნაყოფის ტვინს გადანერგავს, gross. ვიზუალური მხარე ვიქტორიანულ ეპოქას მოგაგონებთ, თუმცა ეს სურათი დროისა და ადგილის მიღმაა. “საცოდავი არსებები” სავსეა აბსურდით, სიხარულით, სევდით, სიურპრიზებით, საოცრებებითა და საშინელებებით. შესაძლოა ეს ლანთიმოსის საუკეთესო ნამუშევარიც კია, ხოლო ემა სტოუნისა და მარკ რუფალოს საუკეთესო როლები.
ქიმერა - ალიჩე რორვახერი
ალიჩე რორვახერის “ქიმერა” 1960იანი წლების იტალიური კინოს ერთგვარი რეტროსპექტივაა. ეს ეკრანული ამბავი საფლავის ქურდებზე, დაკარგულ სიყვარულზე, პასტორალურ ცხოვრებაზე, კლასობრივ ურთიერთობებზე, ეშმაკებსა და წმინდანებზე თანამედროვე კლასიკად შეიძლება მოინათლოს და ცრემლები გარეშეც არ დატოვებს მაყურებელს.
Ჩამოცვენილი ფოთლები - აკი კაურისმიაკი
“Ჩამოცვენილი ფოთლები” უიღბლო ადამიანების სიყვარულის ისტორიაა, ცივ და დაუნდობელ სამყაროში, სადაც თითქოს რომანტიკის ადგილი არ უნდა იყოს. კაურისმიაკისთვის დამახასიათებელი უცნაური იუმორით და მინიმალისტური სტილით მოყოლილი ამბავი ალკოჰოლიკ კაცზე, უმუშევარ ქალსა და მიუსაფარ ცუგა ჩაპლინზე, ერთი მხრივ პოლიტიკურ კომენტარს წარმოადგენს სოციალურ უთანასწორობასა და ომზე, მეორე მხრივ კი, გულს გაგითბობთ, აგიჩუყებთ და დაგარწმუნებთ, რომ ძალიან ბნელ და სევდიან რეალობაშიც არის ადგილი ბედნიერებისა და სიყვარულისთვის.
ნუ ელით ბევრს სამყაროს აღსასრულისგან - რადუ ჟუდე რუმინელი რეჟისორის ფილმი სრულიად ახლებური, უნიკალური ფორმით გვიჩვენებს თანამედროვე, კაპიტალისტური სამყაროს არაადამიანურ ცხოვრების წესსა და ტემპს. ფილმის პირველ ნაწილში, ჟუდე ერთდროულად იყენებს ფერად და შავთეთრ გამოსახულებას, ნაწყვეტებს 80-იანი წლების ფილმიდან, მობილური ტელეფონისა და პერსონალური კომპიუტერის ეკრანებს და თხრობის ტემპს ძალიან ამსგავსებს დღევანდელ სამყაროს, სადაც ინფორმაციას უწყვეტ რეჟიმში ვიღებთ. ფინალურ ნაწილში ის სრულიად ცვლის სტილს და უძრავ, ძალიან უხერხულ, თითქოს ჩაკეტილ კადრს გვთავაზობს, რომელიც თან გვაცინებს და აღგვაფრთოვანებს თან კი საშინლად გვაბრაზებს და გვთრგუნავს.
ღიმილიანი საქართველო - ლუკა ბერაძე როგორც აღვნიშნეთ, 2023 წელი ქართული კინოსთვის ფათერაკებით აღსავსე აღმოჩნდა, ამ ფონზე ძალიან სასიამოვნო იყო ხილვა, თუ როგორ ვითარდება ქართული დოკუმენტური კინო წლიდან წლამდე. ლუკა ბერაძის “ღიმილიანი საქართველო” საშინლად სასაცილო და კიდევ უფრო საშინლად სევდიანი ფილმია ადამიანებზე, რომლებიც პოლიტიკოსებმა დაივიწყეს და რომელთათვისაც საკუთარ პრობლემებზე ხუმრობა გადარჩენის ერთადერთ გზადაა ქცეული.
ბარბი - გრეტა გერვიგი
2023 წლის ივლისი მსოფლიოში ერთი დიდი დღესასწაული იყო, რადგან კინოთეატრებში გრეტა გერვიგის ბარბი გამოვიდა. უდიდესი მარკეტინგული კამპანია, გლითერებიანი პრემიერები, ვარდისფერებში ჩაცმული მაყურებელი და არაერთი ტრენდი სოციალურ მედიაში. ჰოლივუდის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავების, მასშტაბური მუსიკალური ნომრებისა და ფემინისტური ნარატივების დახმარებით, ბარბიმ მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ კინო კოლექტიური გამოცდილებაა და ის აუცილებლად არ სრულდება კინოეკრანზე ტიტრების გამოჩენასთან ერთად. ბარბის გარშემო უამრავმა ქალმა მოიყარა თავი, რომლებიც თვეების განმავლობაში აჟღერებდნენ ფილმის სიუჟეტთან კავშირის მქონე
ისტორიებსა თუ ამბებს.
ტოტემი - ლილა ავილესი
ჰოლივუდის ვარსკვლავებსა თუ არტ ჰაუსის ტიტან რეჟისორებს შორის წელს საკმაოდ დაიჩრდილა მექსიკელი ავტორი ლილა ავილესი, რომლის ფილმის, „ტოტემის” პრემიერა ბერლინალეზე გაიმართა. სიუჟეტი 7 წლის სოლზე გვიყვება, რომელიც ბაბუის სახლში მიდის, რათა ჩაერთოს მომაკვდავი მამისათვის დაბადების დღის წვეულების მზადებაში. ეს არის ძალიან ნაზი და სენსიტიური ფილმი, რომელიც სავსეა პატარა ლამაზი დეტალებითა და მცირედი პოეტურობით. თუ გსურთ უყუროთ რაიმე ძალიან ნამდვილსა და რეალისტურს, მაშინ მოკალათდით კომფორტულად და მოიმარაგეთ ცხვირსახოცები, რადგან ფილმის ბოლო სცენა, არავის დატოვებს გულგრილს. აღსანიშნია ისიც, რომ ამ მომენტისათვის, „ტოტემი” საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში ოსკარზეა წარდგენილი, მექსიკის სახელით.
ვარდნის ანატომია - ჟუსტინ ტრიე
კანის ფესტივალის გამარჯვებული „ვარდნის ანატომია” სწორედ ისეთი ფილმია, რომელიც ორსაათ-ნახევრის მანძილზე მიგაჯაჭვებთ ეკრანს და დაგავიწყებთ სხვა ყველა აზრს გარდა, მართლა ჩაიდინა თუ არა მკვლელობა დაზარალებულის ცოლმა, სანდრა ვოიტერმა. სასამართლო პროცესი, მუდმივი დაძაბულობა, შესანიშნავი შესრულება, სისხლის გამყინავი საუნდტრეკები და ალბათ მსოფლიოში ყველაზე ნიჭიერი მსახიობი ძაღლი. „ვარდნის ანატომიას” აქვს ყველაფერი იმისათვის, რომ სრულიად შეგიყვანოთ ფილმის სამყაროში და არ მოგასვენოთ მისი დასრულების შემდეგაც.
Commentaires