- ეს არის კინო
ტორინოფილმლაბის სერიალების განვითარების რეზიდენცია საქართველოში
სტუდია მილიმეტრ ფილმის ორგანიზებით, კავკასიის რეგიონში პირველად,
ბათუმში, 13-18 სექტემბერს გლობალური მნიშვნელობის პლატფორმა TorinoFilmLab-ი
ჩამოდის. სასტუმრო ჰილტონ ბათუმში სერიალების პროგრამა SeriesLab & Series
Talents გაიმართება ფოკუსით საქართველოზე, რომელიც მოიცავს მასტერკლასების,
ვორქშოფებისა და მენტორინგის სესიებს ქართველი და საერთაშორისო
სცენარისტებისა და რეჟისორებისთვის, რომლებიც სერიალების პროექტებზე
მუშაობენ. პროგრამისთვის ოთხი ქართული პროექტი შეირჩა. საერთაშორისო
აუდიოვიზუალური ინდუსტრიის ა-კლასის მენტორები ასევე გამართავენ პანელურ
დიასკუსიას, მასერკლასებს და გაცნობითი ხასიათის ღონისძიებებს ქართული კინო
და ტელეინდუსტრიის წარმომადგენლებთან და სატელევიზიო და ვებ-სერიალების
სფეროთი დაინტერესებულ პუბლიკასთან. ეს ინდუსტრიული ღონისძიებები საჯაროა
და გაიმართება 14 და 15 სექტემბერს.
პროექტის მიზანი საქართველოში მაღალმხატვრული ეპიზოდური დრამის წერის
უნარების განვითარება და ქვეყნის მასშტაბით ტელე და ვებ-სერიალების დარგის
განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა.
ტორინოფილმლაბის სერიალების ლაბორატორიის განმავლობაში მონაწილეები
წარმატებული სატელევიზიო და ვებ-სერიალის სცენარის შექმნისა და
განვითარებისთვის საჭირო უმთავრეს ელემენტებს შეისწავლიან. რეზიდენციის
განმავლობაში ევროპის წამყვანი პროფესიონალები ქართველ ექსპერტებთან ერთად
შერჩეულ მონაწილეებს საკუთარ ცოდნას, გამოცდილებას და ექსკლუზიურ ხედვას
გაუზიარებენ. სცენარის კონსულტანტების დახმარებით მონაწილეები საკუთარ
სცენარებს დახვეწენ, ამბავს მეტ სიღრმეს შესძენენ და, საბოლოო ჯამში, შეძლებენ
საპილოტე სერიის სცენარი სრულყოფილი სახით წარადგინონ პროდიუსერების
წინაშე.

პროგრამისთვის შემდეგი ქართული პროექტები შეირჩა: