თბილისში "მესამე კინოს დღეები" გაიმართება.
- ეს არის კინო
- Mar 19
- 1 min read
21-25 მარტს, თბილისში "მესამე კინოს დღეების" პირველი გამოშვება გაიმართება. ფესტივალი წარმოგვიდგენს პოსტკოლონიალურ კინოს გლობალური სამხრეთიდან.
გახსნის საღამო დაეთმობა პალესტინურ - წინააღმდეგობის, გამძლეობისა და გადატანილი გამოცდილების კინოს.
დღის პირველი სესია, ბასმა ალშარიფის მოკლემეტრაჟიანი ფილმი “საოჯახო ფილმები ღაზიდან” (2013), ძნელად დასავიწყებელი და ინტიმური მედიტაციაა ღაზის სექტორზე, რომელიც ცივილიზაციის წარუმატებლობის მიკროსამყაროდ არის წარმოდგენილი. სამოყვარულო ვიდეო ჩანაწერების დანაწევრებული სახეხატების მეშვეობით ვეფლობით ყოველდღიური ბრძოლის იმ ლანდშაფტში, რომლის განცალკევებაც პოლიტიკური რეალობისგან შეუძლებელია.
შემდეგ წარმოგიდგენთ ბასელ ადრას, რეიჩელ შორის, ჰამდან ბალალისა და იუვალ აბრაჰამის მეტად საყურადღებო დოკუმენტურ ფილმს “სხვა მიწა არ არსებობს”(2025). ხუთწლიანი გადაღების პროცესის განმავლობაში ფილმი ასახავს ისრაელის ოკუპაციის ქვეშ მყოფი მასაფერ იატას პალესტინური თემის განადგურებას და ამ ვითარებაში ჩამოყალიბებულ მოულოდნელ კავშირს პალესტინელ აქტივისტსა და ისრაელელ ჟურნალისტს შორის.
ოკუპაციის გამოცდილების ამსახველი ფილმები გვთავაზობენ საყურადღებო ნარატივებს, ეჭვი შეაქვთ და უპირისპირდებიან გაბატონებულ მოსაზრებებს.

ფესტივალის სრული განრიგის სანახავად ეწვიეთ ბმულს - https://thirdcinemadays.wordpress.com/about/
Comments