top of page

გერმანელ კინოკრიტიკოსთა დაჯილდოების ნომინანტები

ეს არის კინო

გერმანელ კინოკრიტიკოსთა დაჯილდოებამ ახლახანს 2022 წლის ნომინანტთა სია გამოაქვეყნა, სიაში კატარინა მარი შუბერტის სადებიუტო ნამუშევარ The Girl with the Golden Hands-სა და ნიკოლეტ კრებიცის AEIOU - the Quick Alphabet of Love-თან ერთად ალექსანდრე კობერიძის რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ? ლიდერობს 4 ნომინაციით.


Ნომინანტთა სიაში მოხვდა ფილმები, იმ 600-ზე მეტი ნამუშევრიდან, რომლებიც 2022 წელს გერმანულ კინოთეატრებში გამოვიდა, ან პრემიერა რომელიმე გერმანულ კინოფესტივალზე შედგა. ნომინანტთა შორისაა როგორც მხატვრული, ასევე დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი და ანიმაციური ფილმები.

ფილმი წარდგენილია: საუკეთესო ფილმის, მონტაჟის, ოპერატორისა და მუსიკის ნომინაციებში.



გამარჯვებულების ვინაობა 19 თებერვალს გახდება ცნობილი.

Comments


bottom of page